მთავარი / კომპანიის შესახებ / ახალი ამბები / როგორც გპირდებოდით, ჩვენ ვაგრძელებთ!!!

როგორც გპირდებოდით, ჩვენ ვაგრძელებთ!!!

15.03.2017
როგორც გპირდებოდით, ჩვენ ვაგრძელებთ!!!

,,სილიკონ ველი თბილისის’’ და „სოფთლაინ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე საერთაშორისო დონის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიის დანერგვის იდეაში მონაწილეობა უკვე გადამდებია - დღეს ESET NOD 32 შემოგვიერთდა.
როგორც ვიუწყებოდით, აღნიშნულ ლაბორატორიაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის სტუდენტებს, სახელმწიფო კომპანიებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში მიმდინარე სიახლეებს, ინფორმაციულ ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიების პროდუქტებს და საშუალება მიეცემათ თვითონ გამოცადონ მსოფლიოში წარმატებული პროდუქტების ტესტირება.
აქვე, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, ,,სილიკონ ველი თბილისი“-ს და „სოფთლაინ საქართველო“-ს ადგილობრივი და ასევე სხვა ქვეყნებიდან მოწვეული საერთაშორისო სერთიფიცირებული ინჟინრები პერიოდულად ჩაატარებენ სემინარებს და ტრეინინგებს დაინტერესებული პირთათვის - სრულიად უფასოდ, რაც ასევე უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე.
პროეტში მონაწილეობისთვის სხვა მწარმოებელებიც ემზადებიან.